თურქეთში გაგვედო ბაირამ დუდუკში - 5 წლით  ლიბერალები დავმარცხდით, მარა 5 წელიწადს ან გაძლებს ასეთი მორყეული ერდოღანი, ან ვერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, სოციალურ ქსელში წერს.

"თურქეთში გაგვედო ბაირამ დუდუკში - 5 წლით - ლიბერალები დავმარცხდით, მარა 5 წელწადს ან გაძლებს ასეთი მორყეული ერდოღანი, ან ვერა, ვნახოთ - ფაქტი ისაა, რომ მეორე ტურმა საკმაოდ შეარყია ერდოს ძალაუფლება და ქილიჩადროღლუ არაა ერთადერთი პოლიტიკოსი ოპოზიციის მხარეს, იქ კიდევ არიან ამბიციური ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ თურქეთის ვესტერნიზაციისთვის- ჩვენ ჩვენი ბრძოლა გვაქვს მოსაგები აქა და თურქეთი ვერასოდეს გახდება რეგიონის ვესტერნიზაციის ბაირახტარი, სანამ საქართველო ვართ აქა და სომხეთი, რომელიმე ყოველთვის უფრო წინ ვიქნებით ექსპერიმენტალიზმში - ჩემი აზრით, ოღონდ მეც გეოპოლიტიკურ ოპტიმიზმზე ვარ შემჯდარი"- წერს მიშა მშვილდაძე.