წარმოიდგინეთ როგორი ბულინგი დაიწყო ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის მიმართ. მაგრამ, მათ წინ ბიძინა ივანიშვილი უდგას და ყველაზე დიდი ზეწოლა, ბულინგი შეურაცხყოფა, ამ ადამიანმა გადაიტანა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქმედებები მისი გუნდისთვის სამაგალითოა.
„მას ხომ შეეძლო, რომ ეს ბულინგი, შეურაცხყოფა თავიდან აეცილებინა? ჩვენ ხომ ამას ვხედავთ და ისე ხომ არ ვმოქმედებთ - ბიძინა ივანიშვილმა რაღაც გვითხრა და ჩვენ ამას გავაკეთებთ, არამედ - ის კი არ არის მთავარი, რას მეტყვის ბიძინა ივანიშვილი, მთავარი ისაა, რას აკეთებს. აღარ ვლაპარაკობ იმ ქველმოქმედებაზე, რომელიც მთელმა საქართველომ იცის, საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურად გარისკა, დააყენა თავისი სიცოცხლე [საფრთხის] ქვეშ და ეს მაგალითი მოგვცა. მე პატივად ვიღებ იმას, როცა შესაძლებლობა მეძლევა, რომ ქვეყნისთვის რაღაც გავიღო უანგაროდ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.