“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი, “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება
“სისხლის და სიბნელის ფონი, რაც დაჰკრავს ამ სივრცეს სადაც არიან, აი ეს არის ზუსტად მათი სახე! სისხლიანი 9 წლის სახე!” - წერს მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" კინოს სახლში “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავს.