„მას შემდეგ რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია?“ - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს, მას შემდეგ, რაც ჩარკვიანმა მას „უზრდელი ფეხბურთელი“ უწოდა და დაინტერესდა, სად იყო და რას საქმიანობდა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.
„მე ვარ უზრდელი? – ვიყო უზრდელი. რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? სად ვიყავი და ბურთსაც ვურტყამდი და ამათაც. შენ კი მათ ებრძოდი და ახლა მათთან ხარ - შენ მიმართ ეს პრეტენზია მაქვს. ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.