ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ,ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში ბავშვები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა.


ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია - ამ მიზნით, გაგრძელდება, კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები რაც პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
მინისტრმა შობა-ახალი წელი მიულოცა სამედიცინო პერსონალსაც და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა, პაციენტებისთვის საუკეთესო სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესში უმნიშვნელოვანესია.