ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველო-თურქეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.