ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევა და ასევე გვაქვს დიდი იდეები და შესაძლებლობები, რომელთა არგამოყენებას ისტორია არ გვაპატიებს. ამიტომ ყოველგვარი პიროვნული კინკლაობა ზედმეტი და უადგილოა. - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მე როგორც არასდროს მჯერა ქართველი და უკრაინელი ხალხის, რომელიც ორივე უზომოდ მიყვარს, მჯერა გამარჯვების და შევეცდები ეს რწმენა მაქსიმალურად გავუზიარო თითოეულ თქვენგანს და მსოფლიოსაც. დღეს ებრაელები აღნიშნავენ ხანუქას - ეს არის სიკეთის ბოროტებაზე, სინათლის სიბნელზე გამარჯვების დღესასწაული. სწორედ ასეთი ბრძოლა მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით და ეს როგორც საფრთხეა, ასევე უდიდესი შანსია ქართველი ხალხისთვის. - წერს მიხეილ სააკაშვილი.