საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს.

„მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ,  რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არც სასჯელი გადაუვადა და არც სრულად გადაუვადა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები, როგორც ფსიქიატრიული, ისე გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური, არ არის სარწმუნო