"ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე. მას ჰქონდა მთავარი პრეტენზია იმაზე, რომ საპატრიარქო მას, ივანიშვილს ჰპარავდა ფულს." - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე. მას ჰქონდა მთავარი პრეტენზია იმაზე, რომ საპატრიარქო მას, ივანიშვილს ჰპარავდა ფულს.

რა დაპირებაც არ გასცეს ახლა "სახელმწიფო რელიგიის" სტატუსის შემოღება სჭირდება და თუ დასცალდა გამოიყენებს ფულის არამხოლოდ საკონტროლებლად, არამედ ფულის მეშვეობით სამართავად.

საბედნიეროდ ოქტომბრამდე ცოტა რჩება და შემდეგ საფრთხე იმისა, რომ "ოცნებამ" საკუთარ პოლიტიკურ საფლავში ჩაიყოლოს ეკლესია, საბოლოოდ მოიხსნება.