მათ უნდათ, რომ უხარისხო ვიდეო გამოსახულებით მიყუროთ და ხეირიანად ვერ გაიგონოთ თუ რას ვამბობ, რადგან მათ ეშინიათ იმის, რომ მე ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა მექნება, - ამის შესახებ მსჯავრდადებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მე ვერ ჩავდივარ ჩემს აშენებულ ბათუმში ხალხთან შესახვედრად, ვერ ვნახულობ ლაზიკის პორტს, ქუთაისს, ჩემს კახეთს, გორს, იმიტომ, რომ ივანამ და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ არ მიმიშვან ჩემს ხალხთან.
დაე, მათი სულელური ბრალდებებით ხალხმა გამასამართლოს ბათუმის ერას მოედანზე, ან თბილისის თავისუფლების მოედანზე!
მათ უნდათ, რომ უხარისხო ვიდეო გამოსახულებით მიყუროთ და ხეირიანად ვერ გაიგონოთ თუ რას ვამბობ, რადგან მათ ეშინიათ იმის, რომ მე ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა მექნება!“- წერს სააკაშვილი.