გამოცემა "ეკონომისტმა" "ადამიანის განვითარების ინდექსი" გამოაქვეყნა, ანგარიში მოიცავს მსოფლიო ქვეყნების 2023 წლის მონაცემებს. ინდექსის მიხედვით, 193 ქვეყანას შორის საქართველო 57-ე ადგილზეა.
სარეიტინგო პოზიციის ხანგრძლივი, ანუ 7 წლიანი, გაუმჯობესებით კი საქართველო მსოფლიოში მეშვიდეა. "ადამიანის განვითარების ინდექსს" სიცოცხლის ხანგრძლივობით, განათლებით და შემოსავლის ოდენობით ადგენენ. ანგარიშში წერია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნებისთვის დამაბრკოლებელი იყო კორონა ვირუსის პანდემია და ამის გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემები.
"საქართველომ დააფიქსირა შეფასების ისტორიული მაქსიმუმი და საუკეთესო პოზიცია რეიტინგული თვალსაზრისით, 57-ე პოზიცია მსოფლიოში და ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნებს შორის ადამიანური განვითარების ინდექსისა, ამ სახელმწიფოებს შორის, მსოფლიოში 7 წლიანი გაუმჯობესებით გავიდა მე-7 პოზიციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა არის. საქართველო აგრძელებს განვითარებას, აგრძელებს კეთილდღეობის მრავალმხრივ განვითარებას", - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.