მთავარი ამბავი ის არის, რომ მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„ოცნება" ხედავს, რომ "ნაცმოძრაობის" აღდგენა იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს და ასე ვთქვათ, გაერთიანება შეუძლებელია, ამიტომ "ოცნება" დღეს ყველაზე ეფექტურად იყენებს მიშა სააკაშვილის იმისათვის, რომ მან ხელი შეუწყოს "ნაცმოძრაობის" კონსოლიდაციას. ანუ, "ოცნება" ხვდება, რომ "ნაცმოძრაობის" აღდგენისთვის სჭირდება მიშა სააკაშვილის გააქტიურება. სხვანაირად ეს პროცესი ძალიან რთული იქნება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელიც. წარმოიდგინეთ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მთელი "ნაცმოძრაობა" და ბევრი სხვა გვიმტკიცებდა, რომ ამ ადამიანს სჭირს ათობით დაავადება, რომლებიც იწვევს ლეტალურ შედეგს და ჩვენ კითხვა დავსვით, თუ გამოუსწორდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც ვხედავთ, გამოუსწორდა, რადგან ის იმდენად აქტიურად და ენერგიულად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, კითხვა გაჩნდა, რომ თუ იმისი რესურსი აქვს პოლიტიკურ პროცესებში ასე კარგად იყოს ჩართული კითხვა დავსვით, ის პრივილეგირებულია? მთავარი ამბავი ის არის, რომ მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის", - აღნიშნა დაუშვილმა.