გაუგებარია რა კითხვებს სვამენ - მიუხედავად ამისა წარმატებებს ვუსურვებთ, რომ არ განაცდნენ და ბარიერი გადალახონ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რითაც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ თუ გახარია კითხვებზე პასუხს გასცემს, მზად არის მეორე დღესვე დაჯდეს მასთან.
„ჩვენ მზად ვართ, ბევრ რამეში საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ, ეს არ არის ვიწრო პარტიული, ან ეგოისტური თემა, ქვეყნის მომავალზე ვსაუბრობთ. კითხვების ამბავი რომ ისმის, 2021- ში „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაში რომ იყო, მაშინ ეს კითხვები დაისვა და ვინმემ კითხვებს უპასუხა? რა კითხვებზე ლაპარაკობენ ჩემთვის გაუგებარია, თვითონ რომ გამოდიან და საუბრობენ, ქვეყანაა გადასარჩენიო, თუ ქვეყნის გადარჩენა გინდა, საკუთარ თავზე მაღლა უნდა დადგე. მიუხედავად ყველაფრისა, რომ რაღაცა კითხვებს სვამენ, ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ ყველა ვარიანტში. წარმატებებს ვუსურვებთ, რომ არ განაცდნენ და პარლამენტში მოხვდნენ, ბარიერი გადალახონ“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.