არანაირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არ არსებობს და საერთოდ არავის ამომრჩეველი არ არსებობს. მემკვიდრეობით კი არ დაუტოვეს ვინმეს მოქალაქეების ხმები,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არანაირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არ არსებობს და საერთოდ არავის ამომრჩეველი არ არსებობს. ისე წარმოაჩენენ, თითქოს ვინმეს რამეს ართმევენ, მემკვიდრეობით კი არ დაუტოვეს ვინმეს მოქალაქეების ხმები. მაგათი არაფერი არ არის, ხმები ჩვენი არის, მოქალაქეების არის ხმები და ვისაც ნდობას გამოვუცხადებთ, იმას მივცემთ ხმას.
რაც შეეხება მოღალატეობის საკითხს, ამ თემაზე თვითონ[„ქართული ოცნება] ბევრს ლაპარაკობენ და ჭორაობენ, ამ თემაზე ჯერ ჩვენ ლაპარაკი არ დაგვიწყია, მაგისი დროც მოვა. საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში ვინ არის მოღალატე და ვინ ქვეყნის ინტერესების დამცველი, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდება,"- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.