ევროპარლამენტის წევრი, ჩეხი დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა თბილისში, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.

„მე მრავალი სიტყვიერი თავდასხმა მივიღე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ჩემი პარტიის პოპულარობის გამო, რომელსაც 40 % არ აქვს. ნება მიბოძეთ გითხრათ, ირაკლი ღარიბაშვილო, ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია წყლის ჭავლი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. შეწყვიტეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. ტაშს ვუკრავ ამ მამაც ხალხს“, – წერს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა და  ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ იყენებენ წყლის ჭავლს პარლამენტთთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ.