"როდესაც პირდაპირი გადმოტანა ხდება ამერიკული კანონის, იმედია, მასაც არ შერაცხავენ რუსულად" - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

ლაშხი მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

"FARA-ს კანონთა დაკავშირებით საჭიროება არის იმის, რომ ქართული სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული. როდესაც პირდაპირი გადმოტანა ხდება ამერიკული კანონის, იმედია, მასაც არ შერაცხავენ რუსულად.

არასრულწლოვანები დღეს დასაცავია სამწუხაროდ, იმ არასწორი და არაკეთილსინდისიერი მიდგომების გამო, რაც მსოფლიოში იყო, სწორედ ამიტომ, ასევე, დასავლური მოდელის შესაბამისად, დავიცავთ არასრულწლოვნების უფლებებს," - ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი.

უახლოეს დღეებში უნდა შევიდეს პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ინიციატივა, რომელმაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უნდა ჩაანაცვლოს, საუბარია ამერიკული "ფარას" ზუსტ ანალოგზე.

"ქართული ოცნება" მუშაობს მედიასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებაზეც, სადაც, მათივე განმარტებით, გათვალისწინებული იქნება ბრიტანული მოდელი და კანონმდებლობა.