ნატოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს დელეგაცია იყენებს როგორც ერთგვარ პლატფორმას, რომელიც გააჟღერებს როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის უსაფრთხოების ხმას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა.
მისივე თქმით, მიღწევები, იმ რეფორმების შედეგები, რაც საქართველოს აქვს, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პრაგმატული პოლიტიკით შესაძლებელია როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს დელეგაცია იყენებს როგორც ერთგვარ პლატფორმას, რომელიც გააჟღერებს როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის უსაფრთხოების ხმას. ასევე, საქართველოს როლს როგორც ეკონომიკური გაძლიერების ნაწილში, ასევე რეგიონული უსაფრთხოების ნაწილში.
ჩვენი მიღწევები, იმ რეფორმების შედეგები, რაც საქართველოს აქვს, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პრაგმატული პოლიტიკით შესაძლებელია როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქართველი დეპუტატები ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ, რომელიც ქალაქ დეიტონში იმართება. გაიმართება მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც.