საჯარო მოხელე, რომელიც აქციების დაწყებიდან მეორე, მესამე, მეოთხე დღეს პეტიციას ხელს აწერდა და მერე ამბობდა, როგორ გავიწვიო ეს ხელმოწერაო მეშვიდე და მერვე დღეს, ბულინგს დაქვემდებარებულია; თუ არ არის დაქვემდებარებული, მაშინ თავის წარმოდგენებში მყარი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შვილებით ბულინგი გასაგებია, მაგრამ ყველა უნდა დაფიქრდეს, ექვემდებარება ფსევდოლიბერალ ფაშისტთა ბულინგს თუ არ ექვემდებარება.

„ვინ გაიფიცა, რამდენიმე ათეული ადამიანია გაფიცული, სულ ეგ არის. ოღონდ, რაც გამოსდით მეტ-ნაკლები წარმატებით, არის ბულინგი. გარკვეული ადამიანები არიან, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ ბულინგს დაექვემდებარნენ, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, შეიძლება ასეთი რაღაცები არ უნდა გამომქონდეს, მაგრამ მგონია, რომ საჭიროა. მიხვდნენ ჩვენი გულწრფელობის ხარისხსაც და ვიღაცებმა საკუთარი თავი ამოიცნონ იმაში, რასაც ახლა ვიტყვი. პირადად მე არ მჭირდება, და არც არავის ჩვენს რიგებში, ტექსტი: პირადად შენ ძალიან დიდ პატივს გცემ, მიყვარხარ, ოღონდ ისე მაბულინგებენ, რომ ვერ ვუძლებ და ეს უნდა დავწერო, ეს უნდა გავაკეთო. თუ ჩელიაბინსკში გაიღვიძეთ და პუტინის მონები ვართ, რატომ გიყვარვართ და რატომ გვცემთ პატივს? თუ არადა ,ცოტა გონებას უნდა მოუხმოთ ყველამ. არც სიყვარული და პატივისცემა მჭირდება არავისი სიტყვებით, არც მე და არც სხვა ლიდერებს, რომლებსაც მესიჯებს წერთ. ან ერთი უნდა დაიჯეროთ, ან მეორე. ან უნდა დაიჯერო, რომ ჩელიაბინსკში ვართ და პუტინის საქმეს ვაკეთებთ, ან პირადში სიყვარულის და პატივისცემის გამოხატვა რაღაა? ყველამ თავის თავს მოუაროს. შვილებით ბულინგი მესმის, რაც მომწერა რამდენიმემ, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ, ექვემდებარებით ამ ფსევდოლიბერალ ფაშისტთა შესაბამის ბულინგს თუ არ ექმედებარებით. საჯარო მოხელე, რომელიც აქციების დაწყებიდან მეორე, მესამე, მეოთხე დღეს პეტიციას ხელს აწერდა და მერე ამბობდა, როგორ გავიწვიო ეს ხელმოწერაო მეშვიდე და მერვე დღეს, ბულინგს დაქვემდებარებულია; თუ არ არის დაქვემდებარებული, მაშინ თავის წარმოდგენებში მყარი არ არის. ან უნდა გაჰყვე იმ სიგიჟეს, რასაც „რუსეთის მონობა“ ჰქვია, ან უნდა გაჰყვე იმ რეალობას, რასაც შენი სამშობლოს მსახურება ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის პირველი საქმე იქნებოდა ცეცხლზე ნავთის დასხმის პრევენცია, მაგრამ ყველა უნდა მიხვდეს, რომ ეს ასე არ არის.

„თუ ვინმეს ჰგონია, გულზე გვეხატება ვიღაც-ვიღაცები, ვინც განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის მხარდამჭერსაც კი, ძალიან ცდებიან, და ცოტა მიხვდნენ, რაზეა ლაპარაკი. ცეცხლზე ნავთის დასხმის პრევენცია იქნებოდა ჩვენი პირველი საქმე, მაგრამ იქნებ მიხვდეთ, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.