სალომე ზურაბიშვილი არათუ ვნებს ქვეყანას, არამედ მიზანმიმართულად ვნებს, უბრალოდ გაუაზრებლად და შეუცნობლად კი არა, მიზანმიმართულად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ამის ბრწყინვალე მაგალითი იყო, როდესაც ის ორი წლის განმავლობაში არაფრით არ ამბობდა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და მხოლოდ ემოციურ ფონზე გამოვიდა, ამას ნუ დამიკარგავთ, რომ ვათქმევინე პარლამენტის ტრიბუნიდან, იმსახურებსო და იქაც შეეცადა, რაღაც ზოგადად გაევლო სადღაც. ძალიან ცუდი ამბავი მოჰყვა იმ ამბავს, როდესაც მან პირდაპირ გასამართლება მოითხოვა, თუ სწორად მახსოვს, ჩინეთის პრეზიდენტის. საბოდიშოდ გაგვიხადა საქმე სტრატეგიულ პარტნიორთან. მთელი მსოფლიო, აშშ, ევროკავშირი როცა ამ ადამიანთან, ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტია, ექსპერტი კი არ არის რომელიღაცა, რომელიც თავისუფალია გაცილებით თავის მოსაზრებებში. ექსპერტის მხრიდანაც ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა გასამართლდეს მეორე, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელთანაც სტრატეგიულ თანამშრომლობაზე მთელი მსოფლიო იღწვის. მას დიახ, მიულოცია ეგზიტპოლზე დაყრდნობით. ახლა ასევე ჩვენ მეგობარ ქვეყანას და მის პრეზიდენტს არ ულოცავს შეგნებულად გამარჯვებას. მარტივი ამბავია, მავნებლობის კიდევ უფრო მაღალი ე.წ. ლეველი და ხარისხია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.