როგორც იქნა, მივედით იმ ნიშნულამდე, რომ თურმე ევროპელი დამკვირვებლებიც არსებობენ ისეთები, რომლებიც არ ექვემდებარებიან არანაირ ბულინგს, არანაირ ზეწოლას და შანტაჟს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა ისიც, თქვა, რომ ასეთი ორგანიზებული და დემოკრატიული არჩევნები ევროპის ბევრ ქვეყანაში არ ტარდება.
„დიდი მადლობა გუშინ და დღეს, მთელი დღის განმავლობაში რომ ვისმენთ სხვადასხვა ორგანიზაციების, განსაკუთრებით, მათ შორის, უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლების, უცხოელი დამკვირვებლების აბსოლუტურად ობიექტურ შეფასებებს.
როგორც იქნა, მივედით იმ ნიშნულამდე, რომ თურმე ევროპელი დამკვირვებლებიც არსებობენ ისეთები და სხვადასხვა ქვეყნების კიდევ დამატებით, არგენტინელი იყო ერთ ერთი, თუ არ ვცდები, რომლებიც არ ექვემდებარებიან არანაირ ბულინგს, არანაირ ზეწოლას და შანტაჟს. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში, ათეულობით ადამიანი იყო ასეთი და არის ახლაც საქართველოში, რომლებიც ამბობენ, რომ ჩატარდა პოზიტიური, კონკურენტული, აბსოლუტურად ლეგიტიმური არჩევნები. ერთ-ერთმა ისიც, თქვა, რომ ასეთი ორგანიზებული და დემოკრატიული არჩევნები ევროპის ბევრ ქვეყანაში არ ტარდებაო.
შესაბამისად, ჩვენ ისე არ გვაქვს საქმე, რომ ევროპელები ყველანი ახლა დარაზმულები არიან და გვაკრიტიკებენ, პირიქითაც არის, აკრიტიკებენ ჩვენს გამკრიტიკებლებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.