ყველაზე „ნაცური“ მესიჯი მაინც და მაინც გახარიამ გაახმოვანა. ათქმევინეს, საერთოდ არ მაინტერესებს, რას იტყვის ეუთო/ოდირი! მთავარია, ხალხში აღქმები რა იქნებაო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას სურს, ხალხი დააჯეროს.
„ვიღაცას რომ ეგონა, გახარია „ნაცი“ არ იყო, „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ ნახევრ დღეში როგორ გახდა, ნახეთ? - საერთოდ არ მაინტერესებს ეუთო/ოდირიო. როგორც ჩანს, წინასწარვე იცოდა - დრაფტი ეგზავნებათ-ხოლმე პარტიებს, როგორც კი გაიგო ეუთო/ოდირის დასკვნა ნეგატიური არ იყო: ეუთო/ოდირი ლეგიტიმაციის პრობლემას არ ქმნიდა, კონკურენტულობის პრობლემას ეუთო/ოდირი არ ქმნიდა, გამოვარდა და ყველაზე „ნაცური“ მესიჯი მაინც და მაინც გახარიამ გაახმოვანა. ათქმევინეს გახარიას, საერთოდ არ მაინტერესებს, რას იტყვის ეუთო/ოდირი, მთავარია, ხალხში აღქმები რა იქნებაო. აღქმებს უქმნიან თვითონ, რადგან ეუბნებოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 40%-ო“, - განაცხადა მდინარაძემ.