როდესაც სამართალდამცავი აშკარად დანაშაულს ჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, როგორც სხვა სამართალდამრღვევის და დამნაშავის მიმართ, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს გამოწვევა, დღენიადაგ გვაძახებენ ბევრ რამეს, მათ შორის რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ძალადობენ მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევაც გვქონდა, როდესაც ჩვენც არ მოგვეწონა რაღაცები. რიგ შემთხვევაში, დაბრალების მეტი არაფერი გვაქვს, არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე. ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ემოცია ხელმძღვანელის პოზიციიდან, მაგრამ როდესაც აშკარად დანაშაულს ჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც სამართალდამცავი მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევის და დამნაშავის მიმართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.










