ქართველი ხალხი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები აფორმებს მთავარ შეთანხმებას მის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ , „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკვე ჩანს, რომ საქართველოში აგენტურული ოპოზიციის გეგმები ორი მთავარი პუნქტისაგან შედგება: ეს არის პროვოკაციები, რომლებსაც მათი გათვლით, არეულობა და ქაოსი უნდა მოჰყვეს და მეორე - ქართულ არჩევნებში გარედან ჩარევები უნდათ და სჭირდებათ განცხადებებით თუ სხვა აქტივობებით, რომელიც მთავარი მაშველი რგოლი შეიძლება იყოს აგენტებისათვის. არჩევნების შემდეგ უნდა იძახონ, რომ „არჩევნები გაყალბდა“ და ამით გამოიწვიონ მღელვარება. თუმცა, ქართველი ხალხი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები აფორმებს მთავარ შეთანხმებას მის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.