არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას სერიოზული პროგრესი არ აქვს, იმ ხარისხის პროგრესი და წინსვლა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარება, შეურაცხმყოფელიც კია უკვე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ , „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ არსებობს, მეგობრებო, სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პროგრესი არ აქვს, იმ ხარისხის პროგრესი და წინსვლა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარება, შეურაცხმყოფელიც კია უკვე. მაგალითად, ბოლო წლებია, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ალბათ, არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ ასეთი შედეგი შეიძლებოდა გვქონოდა ომით გარშემორტყმულ რეგიონში, ომით გარშემორტყმულ ქვეყანაში - ამას ებრძვიან სწორედ, ასეთი შედეგებია ვიღაცებისთვის მთავარი პრობლემა და სამიზნე მათთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა არაფერში სჭირდება, საქართველო მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ “, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.