ქართული რადიკალური ოპოზიცია დაეწყო და როგორც ჩანს, დავალების შესაბამისად, ერთხმად ახმოვანებდა ერთ, საერთო მესიჯს, რომელიც იყო ტყუილ ნარატივზე აგებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მესიჯბოქსი იყო, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, თუმცა მიზანში არავინ არის დარწმუნებული.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ სწორი იყო კანდიდატის სტატუსის არმიცემა და ეს მტკიცებულება არსებობს, ფაქტია, მან თქვა, რომ სწორი იყო, გაფრთხილება იყო საქართველოსთვის, ანუ არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს საქართველო. მან წელსაც, პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ფორმალურად სრულდება რეკომენდაციები, ანუ წელსაც არ იმსახურებს სტატუსს. ამ ფრაზების ავტორი ამბობს, რომ ის მიდის ევროპაში კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, რაც დაუჯერებელია, ანუ მიზანი წარმოჩენილია არასწორად, სინამდვილეში არის ანტიევროპული და ანტისახელმწიფოებრივი. რაც არ უნდა მიზანი იყოს, საშუალებად არაფერში შეიძლება, გამოვიყენოთ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. არც მიზანია სწორი და საშუალებაც არის უკიდურესად დამაზიანებელი, ანტისახელმწიფოებრივი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საშუალება აღმოჩნდა მისთვის კონსტიტუციის პირდაპირ და უხეშად დარღვევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.