ეს არის ჯაშუშობა, - ასე შეაფასა ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი წერილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი, ქართველები და საქართველო დასაჯეთო, ასეთ წერილს ვინც გაგზავნის, ის არის ჯაშუში, აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, როგორ გაეპარათ პიარულად მაინც ეს ამბავი, არ ვიცი. რას ფიქრობდნენ, რომ საიდუმლოდ დარჩებოდა? ვერ მივხვდებოდით, რა დაწერეს? მართლა გულწრფელად გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება, ადამიანები მიიყვანო ამ დონემდე, რომ საკუთარი ხელით დაწერონ - ჩემი ქვეყანა, საქართველო და ქართველები დასაჯე. ეს ჯაშუშობის რაღაც ხარისხია, იმის იქით რომ ხარისხი არ არსებობს. ორჯონიკიძეებიც არც წერდნენ ასეთებს. ორჯონიკიძე ხომ არის სიმბოლო „დანოსისა“ და ჯაშუშობის, ამაზე უარესი ქნა ოპოზიციამ, დაგვსაჯეთო, მისწერეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.