სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და პროვოკაციის საფრთხეები არის ის, რაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად აწუხებს.

მისი თქმით, სუს-ის მოვალეობაა მათ შორის აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავება.

„ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და გარე ჩარევებიდან გამომდინარე პროვოკაციის საფრთხეები ქვეყნის შიგნით – ეს არის ორი მთავარი მიმართულება იმ საფრთხეებისა, რაც საქართველოს დღეს აწუხებს ყველაზე მეტად და რასთან გამკლავებაც მათ შორის ქვეყანას და ქვეყანასთან ერთად იმ სამსახურს ევალება, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამავალა საქართველოს პარლამენტმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დღეს დაამტკიცა.