ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა და შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი.
„ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები. ეს ბუნებრივია. ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ამ შეთხვევაში, მგონია, ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდისგან, ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ამ ქვეყანას ამ მიზანთან შესატყვისი და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.