მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ გვქონდა, როგორ თქვეს? სქემა გვქონდაო რაღაც - კომპლექსური სქემა. მე მინდა ვაღიარო, რომ დიახ, ჩვენ გავქვს კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი სამშობლოს და ხალხის მსახურება და დემოკრატია. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ სქემის მიხედვით იგებს ხელისუფლება საკუთარ სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს. შესაბამისად, როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის, სიმბოლურია ამ ეტაპზე ასე ჩანს - 41%-იანი განსხვავებაა, იქ კომპლექსურ სქემაზე, მხოლოდ უდიდეს უპირატესობაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საკუთარი სამშობლოს მსახურებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ განაცხადა: "ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები. ამაზეც გვჭირდებოდა გარკვეულწილად დრო და ამაზე საუბარი. ეს არ არის მარტივი, ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმთავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა.