გუშინ და დღეს გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს.- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ რეფორმებს ზუსტად ერთ წელში მორჩებიან და ამის შემდეგ კვლავ ჩაატარებენ ახალ, ათასჯერ დემოკრატიულ და უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს.
გაწმენდენ უწყებებს ხალხის მტრებისგან, ხოლო დროებით მთავრობას პოლიტიკოსებს არ გააკარებენ. გეგმა კი თავის მხრივ ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს. წარმოუდგენელია ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში ' - წერს მამუკა მდინარაძე:
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართულ ქარტია" წარადგინა და განაცხადა: საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა! - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე!