განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება. მანდატებზე უარს მართლა თუ აპირებენ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება " - წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, ცნობისთვის, 2024 წლის 16 ნოემბერს ცესკომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა - "ქართულმა ოცნებამ" 89 მანდატი მიიღო
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ბარიერი გადალახა, თუმცა უარს აცხადებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ხელახალ არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ოპოზიციის ნაწილმა თსუს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დაიწყო და კარვები გაშალა. თუმცა, დღეს გაირკვა რომ, ახალი პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება.