ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებას ზაზა ფაჩულიაზე.
"საუკუნის აფერა დადგეს და ტყუილს ვინც მხარი არ დაუჭირა, აბულინგებდნენ. თანამედროვე ფსევდოლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა. ანუ შენ თუ ტყუილს მხარს არ უჭერ, ამერიკაში, კანადასა და საფრანგეთში მოქმედი კანონების ანალოგიურ, გაცილებით ლოიალურ ვერსიას, მხარს უჭერ კი არა, მის წინააღმდეგ არ გამოდიხარ, ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ობიექტი ხდები. ამით უკაცრავად და „აპრავებ“ შენი ქვეყნის სიყვარულს. ამ დროს სხვა ქვეყნის დავალებით, შენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიხარ. ეს ხალხია ჩვენს ოპოზიციაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარტია "ახალი"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა: შეიძლება, გამომრჩა, მაგრამ " უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ზაზა ფაჩულიას განცხადება არ მომისმენია, ცუდია