ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა - ბავშვებო, შვილებო, მეგობრებო ვის აჰყევით იცით, ომიდან ორ თვეში ვინც საქართველოსა და ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა, ვინც სტრატეგიული ობიექტები მიყიდა რუსეთს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.
„ჯერ პარადოქსი ის არის, ვინ გელაპარაკება, ვინ ცდილობს ოკუპანტი ქვეყნის იარლიყი მოგაკეროს?! ამ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, ბავშვებო, შვილებო, მეგობრებო ვის აჰყევით იცით, ომიდან ორ თვეში ვინც საქართველოსა და ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა. სტრატეგიული ობიექტები მიყიდა რუსეთს და საქართველოს ხმა რომ სჭირდებოდათ რუსებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ჩვენი ომის შემდეგ, საქართველომ, ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ ეს ხმა მისცა. აი ამ ხალს უდგახართ გვერდით! სულ რომ რაღაცას ისეთს ვაკეთებდეთ რომ რაღაცა გადახრა იყოს რუსეთისკენ, ვისთან ერად აპროტესტებთ ვინც ყველაფერი გააკეთა რუსეთისთვის რომ რუსეთს რაც შეიძლება გაემყარებინა საქართველოში პოზიციები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.