პროტესტი არ გაჩერდება, ამ მოძრაობამ, გამარჯვებებმა საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს საქართველოს გაერთიანებამდე, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძე მსვლელობის დროს განაცხადა.
„დაკავებულების გათავისუფლება უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ეს პროტესტი არ გაჩერდება. საქართველო ყოველთვის იდგა თავისუფლების მოყვარულ ადამიანებზე, არასდროს შეეგუება იმ ე.წ. ხელისუფლებას, რომელმაც 80 პროცენტი უნდა მიართვას რუსეთს. ეს არ მოხდება. ბიძინამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო იზოლაციური მდგომარეობაში ჩაეყენებინა, დატოვა პირისპირ, მარტო რუსეთთან. ჩვენი ვალია, ეს მოღალატე რუსი ხელისუფლება გავისტუმროთ. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ სასწრაფოდ უნდა დავამყაროთ და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, უნდა დაჩქარდეს ევროინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად, ერთობლივად უნდა დავიწყოთ ფიქრი და მოლაპარაკება საქართველოს დეოკუპაციაზე. ამ მოძრაობამ, გამარჯვებებმა საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს საქართველოს გაერთიანებამდე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.