"გახარია-ს პარტიის გავრცელებული დღევანდელი ბანერი პირდაპირი კოპირებაა "ოცნების" ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და "ლელოს" წინააღმდეგ"- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"გახარია-ს პარტიის გავრცელებული დღევანდელი ბანერი პირდაპირი კოპირებაა "ოცნების" ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და "ლელოს" წინააღმდეგ.
მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით, ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით... ახლა ვრწმუნდები, რომ შეგნებულად დაგვესხით თავს, თუ ასე არაა, გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით!"- წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, საუბარი ბანერზე რომელიც "ფეისბუკზე" "გახარია news საქართველოსთვის" გვერდზე გამოქვეყნდა.