ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
"მსგავსი ტიპის დაწესებულება თუ ორგანიზაცია გასაუქმებელია. ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანა კორუფციული ფაქტების დადგენა უნდა იყოს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთი ფაქტი არ არის დადგენილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ძარცვავენ საქართველოს ბიუჯეტს.
სულ რაღაც თვენახევარში, ბატონ რაჟდენს, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, მკაცრად მოეთხოვება პასუხი. ის ებრძვის არა კორუფციას, არამედ თავისუფალ აზრს და დამოუკიდებელ, თავისუფალ არჩევნებს საქართველოში", - ამბობს ხაზარაძე.