ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს:
"არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
მივესალმები ყველას, ვინც უარი თქვა რუსული წესებით და კანონებით ცხოვრებაზე. საქართველო საქართველოა და არა - რუსეთი!
ჩვენ ჩვენი კანონები გვჭირდება - დემოკრატიული, სამართლიანი, განვითარებაზე და პროგრესზე ორიენტირებული და არა ისეთი, როგორც ეს რუსული კანონი - უკან, ჭაობში რომ გვაბრუნებს, ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, კლავს ინიციატივას და გარე სამყაროსთან კავშირს!
რუსეთის აგენტები დღეს მთავრობაში გვყავს - მეტი ლუსტრაცია მათ აღარ სჭირდებათ - ხალხმა უკვე იცის სიმართლე!
26 ოქტომბერს ქართველი ერი გამოუტანს მათ პოლიტიკურ განაჩენს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს რუსულ ძალას საქართველოში!
მომავალი ჩვენს ხელშია! გამარჯვება ახლოსაა!"