არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოების თემაზე საუბარი სწორედ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დაიწყო ამჯერად და გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილების კომპონენტით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„შარლ მიშელის გზავნილი ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერების მიმართ არის ერთგვარი გაგრძელება იმისა, რასაც ჩვენ ვუყურებთ წელიწად-ნახევარია ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ, რომ ევროკავშირი წარმოაჩინონ ერთიან სხეულად. ევროკავშირის მთელი სიძლიერე იმაშია, რომ ამ ორგანიზაციას შეუძლია საჭიროებიდან გამომდინარე მიაღწიოს კონსენსუსს და მიიღოს ერთიანი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავლისთვის “, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.