ქართული ოცნების" წევრმა მაია ბითაძემ "დღის კურიერში" წინა რესპონდენტის, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის გამოსვლა შეაფასა

. ბითაძემ აღნიშნა, რომ დეკანოიძე განსაკუთრებით აგრესიული ჩანდა და ეს დაუკავშირა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების სიმრავლეს 23 ოქტომბერს, თბილისში გამართულ შეკრებაზე.

"ფაქტია, რომ ხატია დეკანოიძე, რომელსაც 4 წელია ვუყურებთ და 4 წელია ვიცნობ, დღეს განსაკუთრებით აგრესიული და განერვიულებული იყო. სავარაუდოდ, გუშინდელი ხალხმრავლობის შემდგომ აქვს ნერვული შეტევა. ძალიან მიკვირს, რომ ხატია დეკანოიძე ხმას იღებს ან კორუფციაზე, ან საჯარო მოხელეებზე ზეწოლაზე, ან პარანოიდალურ მოვლენებზე, როდესაც თვითონ წარმოადგენდა ნამდვილად პარანოიდალურ ხელისუფლებას. სხვათა შორის, ხატია დეკანოიძე გამორჩევა თავისი კოლეგებისთვის ყურში ცუდი სიტყვების თქმით.” - განაცხადა მაია ბითაძემ