„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა 44 ევროპარლამენტარის გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის რომელი ქვეყანაში გადაყვანას.
გურამ მაჭარაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკვე ქართულ პოლიტიკაში ვარ, მაშინ უცხოეთში რა უნდა? თუ პოლიტიკაშია, რატომ უნდა უცხოეთში წასვლა? ეს კითხვა ევროპარლამენტარებთანაც გვაქვს
მაჭარაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების ეს წერილი არის, იმ სასამართლოს გადაწყვეტილების გადახევა ყველა იმ მოსამართლისთვის, რომელმაც თქვა, რომ პატიმარი სააკაშვილი არ უნდა წავიდეს საქართველოდან და არ უნდა გავიდეს ციხიდან.
„მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკვე ქართულ პოლიტიკაში ვარ, მაშინ უცხოეთში რა უნდა? თუ პოლიტიკაშია, რატომ უნდა უცხოეთში წასვლა? ეს კითხვა ევროპარლამენტარებთანაც გვაქვს, ადამიანი რომლის მიმართ უკვე არსებობს საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მან უნდა იკვებოს და სასჯელი მოიხადოს. შენ მაინც ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაახევ ყველა იმ მოსამართლეს, რომელმაც თქვა, რომ პატიმარი სააკაშვილი არ უნდა წავიდეს საქართველოდან და არ უნდა გავიდეს ციხიდან. მაგრამ შენ მაინც ითხოვ ის გავიდეს ციხიდან. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ შენი მიზანი არაა, არც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, არამედ შენი მიზანია ის, რომ აქ როგორმე გამოაცოცხლო პოლარიზება. ამას ემსახურებოდა, მათ შორის, გვარამიას გათავისუფლებაც“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.