"ნაცმოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები აუცილებლად ხელისუფლების შეცვლით დასრულდება.

"ჩვენ გვჯერა, რომ 27 ოქტომბრის დილა იქნება ახალი 26 მაისის და არა 25 თებერვალი. ჩვენ დიდი წარმოდგენის ვართ ქართველ ხალხზე. ჩვენი აზრით, არჩევნებზე 41-ის შემოხაზვა, ნიშნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამაში დარწმუნებული ვართ, მოსახლეობის უმრავლესობა გვეთანხმება",- განაცხადა ლევან სანიკიძემ.