ეს, რაც ხდება, საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, ამიტომ სურვილი გვაქვს პრემიერ-მინისტრს შევხვდეთ, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა
„როდესაც საკითხი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ეხება, ეს საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის სუვერენიტეტთან და ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოში არის მთავარი ფიგურა, უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა საფრთხეები ემუქრება მართლმსაჯულებას, რა გამოწვევები არსებობს და რა თავდასხმები ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხრიდან“, - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.