მუნიციპალიტეტის არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, როგორც ჩანს, თავადაც ნელ-ნელა აცნობიერებენ, რომ ე.წ. მშვიდობიან რევოლუციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. სწორედ ამას ვეუბნებოდით ჩვენს საზოგადოებასაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გიორგი გახარიას განაცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, რევოლუციის სცენარს საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ვერ ექნება.
„4 ოქტომბერი მოვა, არჩევნები ჩაივლის ჩვეულებრივად, მშვიდობიანად, მოსახლეობა გამოხატავს თავის აზრს და ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას. ყველა სიტყვები, რომლებიც ეხება კრიზისებს, რევოლუციებს, დამხობებს, არის ფუჭი სიტყვები, არანაირი პერსპექტივა ამ სცენარს საქართველოში არ აქვს და ვერ ექნება ვერასდროს მომავალში. საქართველოში მოსახლეობის დაკვეთა არის ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე და არა რევოლუციები და დამხობები. ყველა, ვინც ამ სცენარს გაუყვება, არჩევნებზე ელოდება, სულ ცოტა, პოლიტიკური დამარცხება, ხოლო თუ გადაიკვეთება სამართლებრივი ჩარჩოები, რა თქმა უნდა, ამ სცენარსაც სახელმწიფოსგან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.