მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევრონესტში არმონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ ენჯეოების კვოტით მიპატიჟებული ჰყავდათ "ნაცმოძრაობის" წევრები.

"ჩვენი არმონაწილეობა ევრონესტის სამიტზე განპირობებული იყო ერთი ძალიან მარტივი მიზეზით, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც სიყალბით ცდილობდნენ რაღაცა სცენარის განვითარებას და ენჯეოების კვოტით მიპატიჟებული ჰყავდათ "ნაცმოძრაობის" წევრები, ქალბატონი ბოკუჩავათი დაწყებული და იქ სხვებით გაგრძელებული. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე, სიყალბე და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ ასეთი ტიპის სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებას", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.