ყველა ახალ რეფორმას ოპოზიცია რუსულს უწოდებს, თუმცა აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, რწმუნდება, რომ ეს ჩვეულებრივი სისულელეა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
"მართლმადიდებლურ შობას რუსული შობა დაარქვეს მათმა რუპორებმა, ბატონმა ბუღაძემ და ა.შ. რუსული კანონი, რაზეც ისტერია იყო ატეხილი და მას მერე ორი წელი გავიდა. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, დარწმუნდა, რომ ესეც ჩვეულებრივად სისულელე იყო და ცდილობდნენ იარლიყის მიკერებით ამ კანონის გარუსულებას. ახლა განათლების რეფორმასაც რუსულ რეფორმას უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა იყოს ძალიან თანამედროვე და პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას და საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება იმ დონეზე, როგორ დონეზეც შეიძლება მიიღონ ევროპაში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.