ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული „ქოცების" დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს!
ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები.
ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს”,- წერს ხაბეიშვილი.
ინფორმაციისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის საკითხს განიხილავდნენ, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.