“ქართულ ოცნების“ ინტერესი ქართველი ხალხის კეთილდღეობა არ არის - არც ეკონომიკა გაიზრდება და არც არც სამუშაო ადგილები შეიქმნება, რაღაც მაგიდის გარშემო რამდენიმე ადგილი შეიცვალა.”- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
"სამწუხაროა, რომ მათ პოლიტიკური გადაადგილებები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ხალხის პრობლემები. ხვალიდან არც ემიგრაციიდან დაბრუნდება ხალხი; ემიგრაციაში წასვლას ვინც ფიქრობს, არც ის დაბრუნდება; არც ეკონომიკა არ გაიზრდება; არც გაზრდილი ფასები დაიკლებს; არც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. რაღაც მაგიდის გარშემო რამდენიმე ადგილი შეიცვალა. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანების ინტერესი ქართველ ხალხზე ზრუნვა არ არის. ისინი ზრუნავენ ივანიშვილის გამდიდრებაზე, საკუთარი ვილების აშენებაზე და საკუთარი სიმდიდრის შეძენაზე და არა ხალხის კეთილდღეობაზე ან სამუშაო ადგილებზე. ამიტომ, ეს გადაადგილება კიდევ ერთხელ გვეუბნება ერთ რამეს - მათი ინტერესი ქართველი ხალხის კეთილდღეობა არ არის.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა