„საპროტესტო აქციები სხვა და სხვა ქალაქში გაგრძელდება, მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა იცოდნენ, რომ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება ვერ იქნება, ასევე ბიძინა ივანიშვილმა. დღეს ჩვენ მშვიდობიანი გამაფრთხილებელი აქციები გვაქვს, საბოლოო ჯამში ეს პროტესტი აზვირთდება და თავს მოიყრის დედაქალაქის ცენტრში, შემდეგ უკვე რა განაჩენს გამოუტანს ქართველი ხალხი ივანიშვილს და მის კრიმინალურ დაჯგუფებას, დაველოდოთ. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ხალხი არის მსაჯული, ხალხი არის გადაწყვეტილების მიმღები და დარწმუნებული ვარ პუტინის ტყვე მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და ჩვენი ქვეყანაც იქნება თავისუფალი.
ვისაც გაქვთ პროტესტის გრძნობა, გამოდით გარეთ, გამოხატეთ თქვენი უკმაყოფილება და მე ვარ გარანტი, საბოლოო ჯამში მე უზრუნველvყოფ „ნაციონალური მოძრაობა“ უზრუნველყოფს თქვენს ჩამოყვანას, მობილიზებას დედაქალაქი და დაელოდოს ბიძინა ივანიშვილი და კრემლის პროპაგანდისტები ხალხის რისხვას”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს "გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი"