„ჩვენი პარტნიორების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება იგივე ფრენებზე, ლავროვის ოჯახის წერების ვოიაჟებზე, სანქციებთან დაკავშირებით და მესმის, რომ დასავლეთი ფიქრობს, საქართველოში არის რუსული ხელისუფლება და კი, ეს ასეც არის, შემდგარი ფაქტია, თუმცა ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობა“ ლობირებს კანდიდატის სტატუსს მიუხედავად  იმისა, რომ რუსული მთავრობა გვყავს.ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და ამ რამდენიმე დღის წინ ავსტრიის ელჩთან გვქონდა შეხვედრა პირადად შეხვედრა და იქაც დავაფიქსირე, რომ უმნიშვნელოვანესია ქართველმა ხალხმა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რუსი ივანიშვილის გამო, რუსული ხელისუფლების გამო, ქართველი ხალხი როგორმე იქნებ არ დაისაჯოს, მაგრამ მესმის რეალობა, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება იგივე ფრენებზე, ლავროვების, პუტინების ვოიაჟებზე, სანქციებთან დაკავშირებით და მესმის, რომ დასავლეთი ფიქრობს, საქართველოში არის რუსული ხელისუფლება და კი, ეს ასეც არის, შემდგარი ფაქტია, თუმცა ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველგან ლობირებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საბოტაჟირებს კანდიდატის სტატუსს და როგორც კი განხილვები მოვა, მაშინვე ან მიხეილ სააკაშვილს უმძიმებენ მდგომარეობას, ან გვარამიას დააკავებენ, ან რუსეთთან აღადგენენ ფრენებს და ა.შ.“ -ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი Guardian-ის სტატიას.