ჩასაფრებულ "მეკომენტარეებს" - აქციებზე რაოდენობას რომ იწუნებთ, ეს ადამიანები ყველაზე ერთგული მებრძოლები არიან - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფ "მეკომენტარეებს" მინდა ვუთხრა - რაოდენობას რომ იწუნებთ, ეს ადამიანები არიან ყველაზე მებრძოლი, ერთგული, მაგარი ხალხი... წვიმაში, თოვლში, ქარში რომ გამოდიან ქუჩაში, ჩამოდიან სოფლებიდან უკიდირესი გაჭირვების მიუხედავად! ამ ხალხს თქვენი თბილი კაბინეტებიდან, ეთერებიდან გაკეთებული განცხადებები არ აინტერესებთ - რამის კეთება თუ შეგიძლიათ, კომენტატორებად კი ნუ იქეცით, გამოდით და გააპროტესტეთ!
ყველა ქალაქში, რაიონში, სოფელში ჩავალ და საბოლოოდ, სახალხო პროტესტის ტალღა დაანგრევს რუსულ, მოღალატეობრივ რეჟიმს!“- წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი.